ქართული ღვინის რეკლამა ტოკიოს მეტროში – გამოფენა 7 მაისამდე გაგრძელდება (ფოტო)
ტოკიოს მეტროსადგურში Tennozu Isle ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო. აღნიშნული სადგური საგამოფენო ცენტრთან Terrada Warehouse მისასვლელს წარმოადგენს, სადაც გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო” 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.
სადგური კუნძულზე მდებარეობს და ერთმანეთთან სხვადასხვა კუნძულს აკავშირებს, რაც აღნიშნულ სადგურში მგზავრთა ნაკადს აკავშირებს, სადაც დღეში, საშუალოდ, 50 ათასი ადამიანი გადაადგილდება.
სადგურში განთავსებულია საინფორმაციო-სარეკლამო პოსტერები და საინფორმაციო ბროშურები „საქართველო ღვინის სამშობლო”, სადაც გადმოცემულია მოკლე ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ.
პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო”, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო” არიან, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით ხორციელდება. საგამოფენო ექსპოზიცია უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს, რომლის კონცეფცია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზეა დაფუძნებული.