პრემიერმინისტრმა ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზის 6,5კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა მშენებლებისგან მიიღო ინფორმაცია სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
პროექტი, რომლის ღირებულება 2,5 მილიონ ლარს აღემატება, თვის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს, რომლებზეც 38 ადამიანია დასაქმებული, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ბუკისციხე-ზემო სურების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ადგილობრივთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, სოფლების ერთმანეთთან და ადმინისტრაციულ ცენტრთან უკეთ დაკავშირებას, ასევე – რეგიონში ტურიზმის განვითარებას.
მამუკა ბახტაძე ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის რეფორმების შესახებ ესაუბრა, რომლის ფარგლებში, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ახალი სკოლებისა და ბაღების მშენებლობა იგეგმება.
საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას პრემიერი ვიცეპრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები