9 აპრილის 30 წლისთავის პატივსაცემად, რუსთაველის თეატრი მედია ოპერას – „თაბაშირის იუდას“ უმასპინძლებს
8 აპრილს, 20 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ხელოვანთა კავშირი ZMG-ART და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, 9 აპრილის 30 წლისთავის პატივსაცემად, წარმოადგენს მედია ოპერას – „თაბაშირის იუდას“.
როგორც „კვირას“ პიესის ავტორმა და დამდგმელმა რეჟისორმა მარინა სალუქვაძემ განუცხადა, სპექტაკლის სიუჟეტი გასული საუკუნის 30-იანი წლების ე.წ „წითელი ტერორის“ შესახებ რეალურ ამბავს ეფუძნება. ლიბრეტო აგებულია „სიბლაგში“ გადასახლებული სკოლის მასწავლებლის „გულაგიდან“ გამოგზავნილ წერილებსა და ე.წ. „კაგებეს“ უნიკალური საარქივო მასალებზე დაყრდნობით.
სტალინური რეპრესიების აქამდე უცნობი ქრონიკა, საბჭოთა სადამსჯელო მანქანას და სისხლიან რეპრესიებს შეწირული ოჯახი.
სპექტაკლში გამოყენებულია როგორც საარქივო, ასევე უცნობი ქრონიკალური მასალა. უჩვეულო ვიზუალური ეფექტები და განათება მაყურებელს სპექტაკლის თანამონაწილედ ხდის.
სპექტაკლი „თაბაშირის იუდა“ მუსიკის, ქორეოგრაფიის, კინოდოკუმენტალსტიკის, დრამატურგიის, სახვითი ხელოვნების, სამსახიობო და ვოკალური ოსტატობის სინთეზია.
სპექტაკლი 2019 წელს მიწვეულია ევროპაში საგასტროლო ტურზე.
მუსიკის ავტორი – ზაზა მარჯანიშვილი;
პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი – მარინა სალუქვაძე;
ვიზუალური ეფექტები – მარიამ ლომიძე, მარინა სალუქვაძე, მალხაზ ბარბაქაძე;
მთავარ როლებში – სოფო ხალვაში, მამუკა მანჯგალაძე;
პროდიუსერი – თამარ გვასალია.
მხატვარი: ლუკა ბესელია;
კოსტიუმების მხატვარი: ვერა ყიფიანი;
ქორეოგრაფი: ეკატერინე ღლონტი;
ტექნიკური რეჟისორი: ზვიად მურვანიძე;
ვიდეო პროექცია: რომა შიშმანიძე;
ხმის რეჟისორი: ვერა ქობულაძე;
განათების მხატვარი: კახაბერ გიგინეიშვილი.
მოქმედი გმირები და პერსონაჟები:
უჩა – სკოლის მასწავლებელი მამუკა მანჯგალაძე;
მანონა – უჩას მეუღლე სოფო ხალვაში;
ელეონორა – უჩას და ნათელა კონცელიძე;
გივი – უჩას ძმა არჩილ გოგიტიძე;
ელგუჯა – უჩას და მანონას ვაჟი ნიკა სალუქვაძე;
ჩიტოლია – მეზობელი ხათუნა დონდუა;
ნელი – მეზობელი ეთერ ხალვაში;
კომისარი ასლან დიასამიძე;
ჩეკისტი ბაშა ბაშელეიშვილი;
მატვეევი ედუარდ გორგილაძე;
ნიკოლაენკო ნინელი გოგიტიძე;
მეზობლები ანა დავიდენკო ხათუნა ხაჯიშვილი;
მარიამ ძნელაძე;
იუდა ბაჩო ჩაჩიბაია.
ტექსტს კითხულობენ – ბაჩო ჩაჩიბაია, ალექსანდრე გოგრიჭიანი.