„დირსიში“ შეჭრილ დევნილთა უმრავლესობამ ტერიტორია დატოვა

დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრილმა 130-მდე ოჯახმა ტერიტორია დატოვა. ამის შესახებ პირველი არხი წერს.

დევნილებმა „დირსიდან“ გასვლის გადაწვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

დევნილების განცხადებით, მათ მიიღეს დაპირება, რომ უწყება 2020 წლამდე ბინებით ეტაპობრივად დააკმაყოფილებს.

„გამოვედით მე-13 ბე კორპუსიდან. შეხვედრაზე რაღაც შეთანხმებამდე მივედით, სავარაუდოდ კარგი შეთანხმება იქნება, ამაზე ვამყარებთ იმედებს. ველოდებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძეს, რომელთანაც სამინისტროში გვქონდა შეხვედრა. შეხვედრაზე ძირითადად დევნილთა პრობლემებზე ვისაუბრეთ, რატომ ვიყავით შეკრებილი, რა მოლოდინები გვქონდა. ყველაფერმა უფრო კარგად ჩაიარა, ვიდრე ველოდით.კორპუსის ორივე სადარბაზო დავტოვეთ და 130 ოჯახი გამოვედით. მივიღეთ დაპირება, რომ 2020 წლამდე ეტაპობრივად დაგვაკმაყოფილებენ. ნაწილი ბინებით მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში დაკმაყოფილდება, 2020 წლამდე მაქსიმალური დროა. ასევე გვყავდა ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ დევნილები და ბუნებრივია, ისინი ვერ დაკმაყოფილდებიან“, – განუცხადა ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, თამარ ლეჟავამ.

მისი თქმით, პრიორიტეტები ოჯახების ქულების მიხედვით განისაზღვრება.

ამასთან, „დირსის“ მე-15 კორპუსში შეჭრილი დევნილები, ჯერ კვლავ ადგილზე რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები