ტარიელ ონიანს ციხიდან ათავისუფლებენ – მას საქართველოში დეპორტაცია ემუქრება

ქუთაისის “ქურდული კლანის” მეთაური, ტარიელ ონიანი – ცნობილი, როგორც “ტარო” – 9 აპრილს, ვადამდე ადრე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Росбалт”-ი ავრცელებს.
2010 წლის ივნისში, მოსკოვის სასამართლომ, ადამიანის გატაცებისა და გამოძალვის ბრალდებით, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. “კანონიერი ქურდი”, ტარიელ ონიანი ციხიდან 2019 წლის 11 ივნისს უნდა გამოსულიყო, მაგრამ მას პატიმრობა ორი თვით შეუმცირდა. გამოცემის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს სთხოვა, მისთვის გათავისუფლების შემდეგ ადმინისტრაციული ზედამხედველობა დაეწესებინა. აღნიშნული შეზღუდვა ყოფილ პატიმარს ავალდებულებს, თვეში ორჯერ დაფიქსირდეს შინაგან საქმეთა ორგანოებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ღამე აუცილებლად სახლში იმყოფებოდეს.
მიუხედავად ყველაფრისა, სასამართლოს უარი განუცხადა სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს, ვინაიდან ტარიელ ონიანს რუსეთიდან დეპორტაცია ელოდება. გამოცემის ინფორმაციით, ონიანს საქართველოში გადმოასახლებენ, საიდანაც ის თურქეთში შეძლებს გადასვლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები