კახა კალაძე საჯარო ბაღებში გამოვლენილ დარღვევებზე: კანონის შესაბამისად გახორციელდება ყველა ზომა, როგორც სხვა შემთხვევებში

საჯარო ბაღებში გამოვლენილ დარღვევებს თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება. საქმე ეხება სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგებს, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ბაღებში შეტანილ არაჟანში, ცხოველური ცხიმების ნაცვლად, მცენარეული ცხიმია აღმოჩენილი, ყველში კი – რძის ფხვნილი.
თბილისის მერი განმარტავს, რომ ბაღების შემოწმება სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ბავშვებმა არაჯანსაღი პროდუქტი არ მიიღონ.
„როდესაც გვაქვს ხოლმე ასეთი დარღვევები, შესაბამისი რეაგირება და ქმედებების გახორციელება ხდება ჩვენი მხრიდან და შემთხვევით არ არის ის, რომ ხორციელდება შემოწმებები. რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ ჩვენ ყველანაირად დაცულები ვიყოთ, რათა არასწორი პროდუქტები არ შევიდეს და არა მხოლოდ საბავშვო ბარებში, არამედ – ზოგადად“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე დაეკისრება თუ არა ჯარიმები კომპანიას, განაცხადა, რომ „კანონის შესაბამისად განხორციელდება ყველა ზომა, როგორც სხვა შემთხვევებში“.
ამ დასკვნის გამო კი, ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაღებს, ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რძის პროდუქტების მიწოდება შეუწყდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები