თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ფონიჭალის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შედარებით, მძიმეა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ბორდიულზე ავარდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები