ზელენსკის უკრაინაში სააკაშვილის დაბრუნება სურს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარება, შესაძლოა, უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს დასჭირდეს, – ასე მიიჩნევს ვლადიმერ ზელენსკი, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ლიდერობა მოიპოვა, მაგრამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.
აქედან გამომდინარე, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. “მივიჩნევ, რომ სააკაშვილი უკრაინის დემოკრატიას იცავს ევროპაში და ამას ყველა საკუთარი ქმედებით აჩვენებს. ვფიქრობ, რომ ის სერიოზული დიპლომატი და კონსულტანტია ნებისმიერი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, ვინც უნდა გახდეს პრეზიდენტი, ამ ადამიანის დახმარება საჭირო იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან.