“შრომის უსაფრთხოებას განსაზღვრავს ოთხი ფაქტორი” – სერგეენკო სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს პასუხობს

“შრომის უსაფრთხოებას განსაზღვრავს ოთხი ფაქტორი. ეს ოთხი ფაქტორი არის შრომის ინსპექცია საკუთრივ, რომელიც სისტემური ხარვეზის არსებობას ამოწმებს, მაგრამ არ ამოწმებს 24/7-ზე მონიტორინგს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოებაზე გარკვეული პასუხისმგებლობა იმ კომპანიებმა უნდა იგრძნონ, რომლებიც მშენებლობას აწარმოებენ. „შრომის უსაფრთხოებას განსაზღვრავს ოთხი ფაქტორი. ეს ოთხი ფაქტორი არის შრომის ინსპექცია საკუთრივ, რომელიც სისტემური ხარვეზის არსებობას ამოწმებს, მაგრამ არ ამოწმებს 24/7-ზე მონიტორინგს. ეს შრომის ინსპექციის საქმე არ არის. მეორე არის ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, რომელიც აწესებს ტექნიკურ ნორმატივებს. მესამე არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურები და მეოთხე – საკუთრივ კომპანიების შრომითი უსაფრთხოების სამსახურები. თუ თვითონ საკუთრივ ამ კომპანიებმა არ უზრუნველყვეს გამართული შრომითი უსაფრთხოების სამსახურების არსებობა, შედეგი ამას ნაკლები ექნება. ესეც ჩვენი მოვალეობა და ამოცანაა, რომ ეს კომპანიები, ვინც ვერ აცნობიერებენ ამას ლეგალურად, გამჭვირვალედ და გასაგებად და არა – ბრუტალურად. მივიყვანოთ იმ შეგნებამდე, რომ ამ ნორმების დაცვა არის აუცილებელი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა 31 მარტს ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა მომხდარიდან ცოტა ხანში დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები