გამსახურდიას სანაპიროს მიმდებარე ფერდობზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ზვიად გამსახურდიას სანაპიროს (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ფერდობზე დასუფთავებისა და მოწესრიგების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული ტერიტორია ამონაყრისა და ლელქაშისაგან გაიწმინდება. ფერდობზე გაისხლება და დაფორმირდება ხე-მცენარეები, მოწესრიგდება მწვანე-საფარი.
აღნიშნული თარგების მოწესრიგება რამდენიმე წლის განმავლობაშიმ არ გახორციელებულა.
შპს “ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების, დასასვენებელი ადგილების, ხე-მცენარეების, შადრევნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები