“ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკანონოდ დააკავეს, სასტიკად აწამეს და მოკლეს” – არჩილ ტატუნაშვილს 36 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეს პოსტს უძღვნის.
“დღეს, არჩილ ტატუნაშვილს 36 წელი შეუსრულდებოდა. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკანონოდ დააკავეს, სასტიკად აწამეს და მოკლეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში – იქ, სადაც დღეს აღარც სამართალი და აღარც სამართლიანობაა, მაგრამ, დროებით. სახელმწიფო არ მოადუნებს ძალისხმევას იმისთვის, რომ დამნაშავეებმა, რომელთაც ამ ახალგაზრდა კაცს სიცოცხლე მოუსწრაფეს, ოჯახს ეს დღე ტრაგიკულ თარიღად უქციეს და მთელი საქართველო სულით ხორცამდე შეძრეს, პასუხი აგონ მართლმსაჯულების წინაშე”, – წერს ქეთევან ციხელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები