სოფელ ნიჩბისის მოსწავლეები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ.
თავდაპირველად, მოსწავლეებმა სსე-ის სათავო ოფისში ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს. მოსწავლეებმა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი დაათვალიერეს, რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ აქვს და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. უფროსკლასელები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგადად ენერგეტიკასა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში უშუალო მონაწილეობა მიიღეს.
ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს განაპირობებს, ამიტომ, ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი დაინტერესება ენერგეტიკის დარგით სსე-ისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
მსგავსი შეხვედრები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში” მომავალშიც გაგრძელდება.
R