გორში, 19 წლის გოგონა ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს

გორში, 19 წლის გოგონამ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცდა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდამ დიდი დოზით მედიკამენტები მიიღო და ის ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები