ჭავჭავაძის გამზირზე, აქციის მონაწილეებთან სახალხო დამცველი მივიდა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა.
ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის პარატის წარმომადგენლები ყველა დაკავებულს შეხვდება.
ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 4 პირი.
,,სოლიდარობა მუშებს”- ამ სლოგანით აქცია თბილისში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
თბილისში, ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებარე ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, 8 საათი გაგრძელდა მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაო. ორივე კაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი. მიწა სავარაუდოდ იქ ჩამოიშალა, სადაც საძირკველი იყო გაჭრილი.