თბილისის მერია: კახა კალაძე მზად არის, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს.

თბილისის მეორიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, დედაქალაქის მერი მზადაა კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და საინიციატივო ჯგუფს გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო ობიექტთან მიწის ჩამოშლის ადგილთან, სადაც შემთხვევის გამო ორი ადამიანი დიაღუპა, შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნა, ასევე მერიის მიერ დედაქალაქში ყველა მიმდინარე მშენებლობის დაუყოვნებლივ შემოწმება.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები