ანა გოჩაშვილი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას ტოვებს
ანა გოჩაშვილი საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი აღარ იქნება. ამის შესახებ ის “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
“არასაპირველაპრილო პოსტი. ეს დღეც დადგა. ვემშვიდობები საჯარო სამსახურს! პოლიტიკას – ჯერ არა. ჩემს ადგილს ერთი ძალიან სიმპათიური და კარგი გოგო დაიკავებს. იმედია, უკეთ გაართმევს თავს ამ ყველაფერს. ვუსურვებ წარმატებას და ვუთმობ ასპარეზს. მადლობა ყველა საპარლამენტო ჟურნალისტსა და ოპერატორს. იმედია, კარგად დაგამახსოვრეთ თავი. თქვენ ჩემთვის ყველაზე ფასეული იყავით ამ წლების განმავლობაში და იმედია, ცოტათი მაინც გაგრძნობინეთ ეს. სადმე როდესმე კიდევ შევხვდებით. კიდევ ბევრს დავწერდი, მაგრამ დღეისთვის ესეც კმარა”, – წერს ანა გოჩაშვილი.