გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა არ განიხილება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილება. მისივე თქმით, მსგავს თემაზე მასთან საუბარი არ ყოფილა. „პირველად მესმის, რასაც მეკითხებით. ამაზე არსად მისაუბრია. იქნებ, მაშინ მაინც გაგცეთ პასუხი, თუ წყაროს დამისახელებთ. ინფორმაციას არ ვადასტურებ”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე გახდეს.