რატომ ვერ გაიარა პეკინზე, კედელში გაჭედილმა ავტომობილმა ტექინსპექტირება?

ტექინსპექტირების ჯგუფი Greenway-დან დღეს თბილისის ცნობილ ავტომობილს ეწვია. როგორც ირკვევა, ტექდათვალიერების გასავლელად კედელში გაკვეხებული ავტომობილი ვებგვერდზე: Umartivesad.ge გუშინ დარეგისტრირდა. გრინსპექტორების ჯგუფმა გამონაკლისი დაუშვა და შესამოწმებლად მანქანას ადგილზე მიაკითხა. პეკინის გამზირზე მდებარე ბინაში მისულებს მათ უჩვეულო სურათი დახვდათ.

„პეკინზე კედელში გაჭედილმა ავტომობილმა ტექინსპექტირება ვერ გაიარა”, – ნათქვამია ოფიციალურ დასკვნაში. როგორც, „გრინვეიში” აცხადებენ, ნებისმიერ ავტომობილს ეძლევა 30-დღიანი ვადა აღმოჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს კონკრეტული ავტომობილი, გასაგები მიზეზების გამო, ვერასოდეს დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ ნორმებს.

ვიდეო ლინკი:  https://www.facebook.com/umartivesad.ge/videos/2363813580335909/

აღნიშნული ვიდეო ტექინსპექტირების ცენტრმა „გრინვეიმ” საპირველაპრილო ხუმრობის სახით მოამზადა.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები