მოხუცზე თავდასხმისას, საქართველოს მოქალაქე გამვლელებმა დააკავეს
გერმანიაში, 75 წლის მამაკაცზე თავდასხმისა და ძარცვის ბრალდებით, საქართველოს 27 წლის მოქალაქე მამაკაცი გამვლელებმა დააკავეს.
თავდასხმის დროს, ხანში შესული მამაკაცი ძირს დაეცა და ჩანთის გადარჩენას ცდილობდა. მან მენჯის ძვალი დაიზიანა და ახლა საწოლს არის მიჯაჭვული. ერთადერთი, რაც მას ახარებს, ის არის, რომ თავდამსხმელმა შორს გაქცევა ვერ მოახერხა – თვითმხილველებმა იპოვეს, დააკავეს და პოლიციას გადასცეს. ის 27 წლის ქართველი აღმოჩნდა.