ვინ იყო ვაკეში მიწის ჩამოშლისას დაღუპული ახალგაზრდა – “სულ მალე, ოჯახის შექმნას აპირებდა”

26 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც თბილისში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მი­წის მა­სის ქვეშ მოჰ­ყვა და გარ­და­იც­ვა­ლა, დათო აბე­სა­ძეა.
ამის შესახებ ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი ლაურა აბრამია სოციალურ ქსელში წერს.
“ახალგაზრდააო – სულ რაღაც, 26 წლის – რომელიც, სულ მალე, ოჯახის შექმნას აპირებდაო – ეს წუთია, ჩემი ყოფილი მოსწავლე მწერს, ვაკეში მიწის ჩამოშლას რომ ემსხვერპლა დღეს, იმ ბიჭზე….სულ რაღაც, 26 წლის დათო აბესაძე, მამა მაღაროელი იყოო ჭიათურაში და შეუმცირებიათ, დედა საბაგიროს მემანქანეო და ოთხი და-ძმიდან უფროსი ყოფილა დათო. ძალიან უჭირდათო, ბოლო ხანებში და ბიჭი სამუშაოდ წამოსულა თბილისში – თბილისში, სადაც ყველგან თხრიან,….. სადაც ყველგან შეიძლება, გათხარო :. იქაც კი, სადაც მიწა შეიძლება ჩამოიშალოს და ერთი სიცოცხლე წაიღო და მეორეს ეძებენ…. ბიჭი ემსხვერპლა ამ განუკითხაობას. ბიჭი, რომელიც სულ მალე საოცნებო ოჯახის შექმნას გეგმავდა, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შეჭირვებულ ოჯახს საარსებოს აწვდიდა თავისი ოფლით.
აი, რა ხდება სიკვდილის ქალაქში – დიახ სიკვდილის, ისეა გაცემული აქ სამშენებლო ნებართვები, რომ ყოველდღიურად მსგავსი უბედურება ხდება და როდის, როდის უნდა შეჩერდეს ეს სასაკლაო ? !”, – წერს ლაურა აბრამია.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა გუშინ ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა მომხდარიდან ცოტა ხანში დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები