ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი, “თი-ბი-სის” მხარდაჭერით, NASA-ში გაემგზავრება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი” გახდა. პროექტის ავტორები – თბილისის ამერიკული აკადემიის, სკოლა Aia-Gess-ისა და ქუთაისის სკოლა „პროგრესის” მოსწავლეები, “თი-ბი-სის” ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ში გაემგზავრებიან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
ჟიურის გადაწყვეტილებით, მეორე ადგილზე “თი-ბი-სის” სტიპენდიატების, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეების პროექტი – „მოძრაობის სკანერი” გავიდა. ავტორები სტენფორდის უნივერსიტეტში რობოტიკის 1-კვირიან კურსს გაივლიან.
მესამე საპრიზო ადგილი კი პროექტმა „ესკულაპე” დაიკავა, რომლის შემქმნელებიც ბელგიაში გაემგზავრებიან.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასა-ს კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. წლევანდელი კონკურსის პარტნიორია “თი-ბი-სი”, ტექნოლოგიური მხარდამჭერი კი – “სილქნეტი”.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური იდეებისა და პროექტების გახორციელების წახალისებას ემსახურება. პროექტის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება კერძო სექტორთან და წარმატებულ მეცნიერებთან, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობას.
R