ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშ მოყოლილი მუშის ძებნაში მაშველებს გეომორფოლოგები დაეხმარებიან
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ქვეშ მოყოლილი მუშის ძებნის პროცესში გეომორფოლოგების ჯგუფი დაეხმარება.
ილიაუნის გეომორფოლოგის, ლაშა სუხიშვილის თქმით, ისინი გეორადარებით დაეხმარებიან მაშველებს, რათა მიწისქვეშ ადამიანის ადგილსამყოფელი დადგინდეს.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა დღეს საღამოს ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორეს ამ დრომდე ეძებენ.