ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ჟურნალისტი მარკ რივკინი გარდაიცვალა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 77 წლის ასაკში, ჟურნალისტი მარკ რივკინი გარდაიცვალა. მარკ რივკინი 1941 წლის 30 აპრილს დაიბადა. მას 90-იან წლებში პირველ არხზე გადაცემა “ვესტნიკი” მიჰყავდა. 1992 წელს პარლამენტის დეპუტატიც იყო.
მარკ რივკინს საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის, სტაბილიზაციის განმტკიცებისა და ახალი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის 1996 წელს ღირსების ორდენი გადაეცა.