ძლიერმა ქარმა ქუთაისის აეროპორტში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პრობლემები შექმნა. უამინდობის გამო, ქუთაისი–რიგის მიმართულებით დანიშნული ფრენა ორი საათის დაგვიანებით შესრულდა.
პრობლემები შეექმნათ რიგა-ქუთაისის რეისის მგზავრებსაც, ისინი საკუთარი ბარგის აღებას ვერ ახერხებდნენ, მათ ნივთები ცოტა ხნის წინ გადაეცათ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო არსებული შეზღუდვები ამ დროისთვის მოხსნილია.