“ბაკურიანი რეზიდენსში” გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
სასტუმრო “ბაკურიანი რეზიდენსში” გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა. დამწვარია 150 მ² ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
“შეტყობინება ხანძრის შესახებ 11:40 საათზე შემოვიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე 11:45 საათზე გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძრის ლოკალიზება 15:14 საათზე მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო”, -აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.