სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი საგაზაფხულო მიღებას აცხადებს
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, სავაგონო მეურნეობა, რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა, რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობა, რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და სარკინიგზო გადაზიდვები საგაზაფხულო მიღებას აცხადებს.
როგორც რკინიგზაში აცხადებენ, აღნიშნული 6 პროგრამის შესწავლა კოლეჯში დუალური მეთოდის გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ეს მეთოდი ითვალისწინებს საქართველს რკინიგზაზე რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებით პრაქტიკული უნარების დაუფლებას.
„სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები გარანტირებულად დასაქმდებიან საქართველოს რკინიგზაში. გარდა დუალური პროგრამებისა, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ახორციელებს მიღებას მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ლოკომოტივის მართვა და სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.
29 მარტსა და 5 აპრილს, კოლეჯში გაიმართება ღია კარის დღეები, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია პროფესიულ და საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის, ჩარიცხვის წესის და სწავლის შესახებ“,- ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კოლეჯის მისამართია თბილისი, თემქის მე-11 მიკრო რაიონი მე-3 კვარტალი (თბილისის ზღვის ასასვლელთან).