დავით სერგეენკო მზადაა, პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხოს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მზადაა, პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხოს. შესაბამისი კომენტარი სერგეენკომ რამდენიმე დეპუტატის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. „მე არ მომეცა შესაძლებლობა, გავცნობოდი განცხადებას, რადგან შეხვედრაზე ვიყავი. გავეცნობი. პარლამენტის ახალი რეგლამენტი მავალდებულებს, რომ თუ დეპუტატების ჯგუფებს კითხვები უჩნდებათ მინისტრისადმი, მინისტრი უნდა მივიდეს და პასუხი გასცეს. მე, რა თქმა უნდა, ამ რეგლამენტს დავემორჩილები”, – განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა: ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და დავით ჭიჭინაძემ ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო სოციალური მუშაკების საკითხზე, შესაძლოა, პარლამენტში დაიბარონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები