ავიაკომპანია Wizz Air-ი, ზაფხულიდან, საჰაერო მიმოსვლას 8 ახალი მიმართულებით დაიწყებს
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებს, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას 8 ახალი მიმართულებით დაიწყებს.
როგორც „კვირას“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, უნგრული ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან გდანსკის, ბარის, ეინდჰოვენის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ტალინის, ბრიუსელისა და კრაკოვის მიმართულებით შემდეგი განრიგით შეასრულებს:
• ქუთაისი – გდანსკი – ქუთაისი – 31 მარტიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს;
• ქუთაისი – ბარი – ქუთაისი – 1 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
• ქუთაისი – ეინდჰოვენი – ქუთაისი – 1 აგვისტოდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს;
• ქუთაისი – კოპენჰაგენი – ქუთაისი – 2 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს;
• ქუთაისი – ბაზელი – ქუთაისი – 2 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს;
• ქუთაისი – ტალინი – ქუთაისი – 4 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;
• ქუთაისი – ბრიუსელი – ქუთაისი – 4 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;
• ქუთაისი – კრაკოვი – ქუთაისი – 4 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;
ფრენები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით გახორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია Wizz Air-ს აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის გახორციელების ნებართვა 2019 წლის 26 მარტს მიენიჭა.
ცნობისათვის, Wizz Air-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა და, 2018 წლის მდგომარეობით, რეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის პროცენტული წილით, ბაზარზე ლიდერი ავიაკომპანიაა (12%).