სუს-ი: შარშან, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის 7 მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

“2018 წელს, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის 7 მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული, ერთი წლის განმავლობაში, აღნიშნული პირების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა, ჯამურად, 2 097 000 ლარი შეადგინა.
“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 71 საქმეზე, მათ შორის – ქრთამის აღების – 21, ქრთამის მიცემის – 3, თაღლითობის – 12, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების – 4, მითვისების ან გაფლანგვის – 4, სამსახურებრივი გულგრილობის – 13, სამსახურებრივი სიყალბის – 8 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე. საანგარიშო პერიოდში, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 133 პირი”, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები