“სუს-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უწყებათაშორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას”

“2018 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივითა და თავმჯდომარეობით, შეიქმნა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის გამახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია. სამსახური, ასევე, ხელმძღვანელობს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს”, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეროვნულ დონეზე უწყებათაშორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას. “საანგარიშო პერიოდში, სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან, საქართველოს დაზვერვის სამსახურთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან. სამსახური აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სამთავრობო კომისიისა და საბჭოს მუშაობაში, მათ შორის, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიებში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე კომისიაში, ანტიკორუფციულ საბჭოში, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიაში, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საქმიანობასა და სხვა უწყებათაშორის მექანიზმებში. სამსახური აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებისა და მათი გახორციელების პროცესში. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კოორდინაციით, ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანია მგზავრის წინასწარი მონაცემის (API) და მგზავრის სახელის ჩანაწერის (PNR) ერთიანი სისტემის შექმნა და აღნიშნულ პროცესში შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. 2018 წელს, სააგენტოს მხრიდან შეუფერხებლად მიმდინარეობდა სხვა სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა, ასევე – უსაფრთხოების პროგრამული სისტემების შემუშავება/განვითარება. სააგენტო აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო უწყებებისთვის სხვადასხვა პროექტის განვითარება-გახორციელებაში, მათ შორის, მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდების გამარტივების მიზნით. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე სააგენტოს მიერ შექმნილი პროდუქტი გადაეცა, ან მომსახურება გაეწია 4 სახელმწიფო ორგანოს და 14 კერძო სამართლის სუბიექტს. 2018 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩატარებულ არაერთ ერთობლივ ღონისძიებასა და უწყებათაშორის აქტივობაში. მუდმივი რეჟიმით მიმდინარეობდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და წარმომადგენლების ინფორმირება უსაფრთხოების საკითხებზე. ყოველწლიურ შეხვედრაზე „ელჩების კონფერენცია 2018“ – „ამბასადორიალი“ საქართველოს ელჩებს სხვადასხვა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციაში სამსახურის უფროსმა მიაწოდა ინფორმაცია უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებისა და, ამ მიმართულებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები