სუს-ი: 2018 წელს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობდნენ სპეციალური მომზადების სხვადასხვა პროგრამასა და სწავლებაში
“ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა და აღნიშნულ პროცესში შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. უსაფრთხოების სამსახურის სტრატეგიული მიდგომაა საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერულ წინსვლაში ხელის შეწყობა, ასევე – პროფესიონალი კადრების მაქსიმალურად შენარჩუნება”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 2018 წელს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობდნენ სპეციალური მომზადების სხვადასხვა პროგრამასა და სწავლებაში.
“ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა და აღნიშნულ პროცესში შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. უსაფრთხოების სამსახურის სტრატეგიული მიდგომაა საუკეთესო კადრების მოზიდვა, მათი მოტივირება და კარიერულ წინსვლაში ხელის შეწყობა, ასევე – პროფესიონალი კადრების მაქსიმალურად შენარჩუნება. სამსახური დასაქმების თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს კანდიდატებს განურჩევლად მათი ეროვნების, ეთნიკური, რელიგიური თუ გენდერული კუთვნილებისა. თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან მაღალი სტანდარტების სამუშაო პირობებით და სათანადო სოციალური პაკეტით. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უწყებაში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენდა 3224 მოსამსახურეს, მათ შორის, ქალი – 415 (12,9%), ვადიანი სამხედრო მოსამსახურე – 359, ხოლო ხელშეკრულებით (შტატგარეშე) – 218. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მათ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას როგორც საკუთარი ძალებით, ასევე – პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით. 2018 წელს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობდნენ სპეციალური მომზადების სხვადასხვა პროგრამასა და სწავლებაში, მათ შორის, ოპერატიულ თანამშრომელთა სპეციალური მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამუშაოდ მისაღები და მიღებული წვევამდელებისა და უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების პროგრამებში, ასევე – სნაიპერთა მომზადებისა და გადამზადების კურსებში, ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების თანამშრომლების ტაქტიკური მოქმედებების, განაღმვითი სამუშაოებისა და სხვა შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით ჩატარებულ სწავლებებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გამართულ სასწავლო კურსებში. განსაკუთრებით აღსანიშნია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობით ჩატარებული სწავლებები. საანგარიშო წლის განმავლობაში, სამსახურის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP), ასევე – საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატოს პარტნიორობის კოორდინაციის მენიუს (PCM) ფარგლებში ჩატარებულ სასწავლო პროგრამებსა და გადამზადების კურსებში. მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრების შენარჩუნების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ცდილობს მათ წახალისებასა და მოტივირებას”, -ნათქვამია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის მხრიდან 1392 მოსამსახურე სხვადასხვა ფორმით იქნა წახალისებული, მათ შორის, სამსახურის მედლით, სიგელითა და სამკერდე ნიშნით. საანგარიშო პერიოდში, სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ სისტემურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის შიდა სამსახურებრივი შემოწმება. 2018 წელს სისტემაში გამოვლინდა ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტები და გახორციელდა სათანადო რეაგირება. “212 სამსახურებრივი შემოწმებისა და მომზადებული დასკვნების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებს სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომისთვის დაეკისრათ 134 დისციპლინური სახდელი (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა – 8, თანამდებობიდან ჩამოქვეითება – 1, სასტიკი საყვედური – 19, საყვედური – 12, შენიშვნა – 4 და ა.შ.). ამასთან, 2018 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 6 საქმეზე. უსაფრთხოების სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების ჯეროვანი შესრულებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სათანადო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და მის განახლებას. 2018 წლის საბიუჯეტო სახსრებით, უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ გაფორმდა 387 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 22 156 177 ლარი. საანგარიშო პერიოდში, სხვადასხვა სამშენებლო–სარემონტო სამუშაოს შესასრულებლად სამშენებლო კომპანიებთან გაფორმებული იქნა 1 383 877 ლარის ღირებულების 13 ხელშეკრულება. 2018 წლის საბიუჯეტო სახსრებით, გამოცხადებული იყო 219 ტენდერი. ჩატარებული ტენდერებიდან ხელშეკრულება გაფორმდა 194 პრეტენდენტთან. ელექტრონული ტენდერებით გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, ეკონომიამ შეადგინა 1 013 430 ლარი”, – აღნიშნულია ანგარიშში.