მამაკაცი, რომელიც სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, ჩამოვიდა

მამაკაცმა, რომელიც ავლაბარში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, კორპუსის სახურავი დატოვა და ჩამოვიდა.
ლუკა ფეიქრიშვილი ამბობდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრა სურდა.
პოლიციამ მასთან მოლაპარაკება შეძლო და, საუბრის შედეგად, ფეიქრიშვილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წარმომადგენლებთან ერთად, კედლის კიბის მეშვეობით ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები