ავლაბარში, ახალგაზრდა მამაკაცი კორპუსის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრება
ავლაბარში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადახტომით იმუქრება.
როგორც ის აცხადებს, შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.
“მე ჩემი სათქმელი ვუთხარი. გამოვიდეს მინისტრი კაბინეტიდან. კონკრეტულად ჩემი მოთხოვნა არის ის, რომ, როგორც რიგით მოქალაქეს, მომცენ საშუალება, თავისუფლად ვიმოძრაო თბილისის ქუჩებში. კანონი უნდა იყოს ყველასთვის. არავის საფრთხეს არ ვუქმნი. მაინტერესებს, რატომ დამდევს პატრული? ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ და რატომ დამდევს პატრული? მინდა, ვიმოძრაო თავისუფლად”, – აცხადებს ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის სახელია ლუკა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.