მალხაზ კობაურის დედა და დეიდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს
მალხაზ კობაურის დედა და დეიდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას შემდეგ, რაც ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატიურების საქმეზე მსჯავრდებულს, მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა, მისი ნათესავები სასამართლოს ეზოში შეუძლოდ გახდნენ.
სასწრაფო დახმარების ბრიგადემა ქალბატონები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატირების საქმეზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს მოსამართლემ თავისუფლების უვადო აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში კობაურის ოჯახის უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა 25 მარტს, 4-საათიანი თათბირის შემდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის – ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც.