სოფო კილაძე: „ლურჯი ვეშაპები“ და ასეთი უბედურებები არ შეიძლება, ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის
“კოლექტიური „ლურჯი ვეშაპები“ და ასეთი უბედურებები არ შეიძლება, ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის, განუსაზღვრელად და, საერთოდ, არ შეიძლება, ეს ხელმისაწვდომი იყოს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, იქ, სადაც ამას ოჯახი ვერ უზრუნველყოფს, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. “სამწუხაროდ, არაერთხელ გვინახავს მასმედიითაც, ინტერნეტითაც – ასევე, ალბათ, თქვენ გარემოცვაშიც არის ასეთი შემთხვევები – როდესაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მივდივართ, განსაკუთრებით, ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხეების კუთხით. კოლექტიური „ლურჯი ვეშაპები“ და ასეთი უბედურებები არ შეიძლება, ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის, განუსაზღვრელად და, საერთოდ, არ შეიძლება, ეს ხელმისაწვდომი იყოს. ამაზე, პირველ ყოვლისა, პასუხისმგებლობა ეკისრება ოჯახს და, რა თქმა უნდა, შემდეგ სახელმწიფოს. იქ, სადაც ამას ოჯახი ვერ უზრუნველყოფს, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ შესაბამისი ფილტრების დაყენებითა და ტექნიკური საშუალებებით. პასუხისმგებლობა არის ჩვენს მხარზე”, – წერს სოფო კილაძე.