ტყის მცველმა, ნაძვების ამოთხრის სანაცვლოდ, ქრთამი აიღო – დაკავებულია ორი პირი (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის ერთ-ერთი სატყეო უბნის ტყის მცველმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების – ნაძვების ამოთხრის სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 4000 ლარი, რა დროსაც ბრალდებული და დანაშაულებრივ ქმედებაში მისი თანამონაწილე დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც, სასჯელის სახით, თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები