თბილისში გასახდომი საშუალებების მაღაზია გაძარცვეს
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე გასახდომი საშუალებების მაღაზია Herbalife გაძარცვეს. ამ წუთებში ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ადგილი ჰქონდა ძარცვის მცდელობას და მაღაზიიდან გასახდომი პროდუქცია არ მოუპარავთ.