სადახლოზე, სარფსა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „სარფი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს, დ.ლ.-ს, მ.ჯ.-სა და ლ.ჰ.-ს კუთვნილი ხელჩანთებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ნარკოტიკული (23 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფეტამინი (0.17 გრამი) ამოიღეს.
„საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. აღნიშნულ ფაქტებზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლების 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების  9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს“,-აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები