საქართველოში არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანა სცადეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამურად, 2,240 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და, სანქციის სახით, თითოეულს ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით დაეკისრათ“,- განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები