“მშობელს, ან კანონიერ წარმომადგენელს უნდა მიეცეს საშუალება, განსაზღვროს, აქვს თუ არა სურვილი, მისმა შვილმა მიიღოს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები”

“ვფიქრობთ, თავად მშობელს, ან კანონიერ წარმომადგენელს უნდა მიეცეს საშუალება, განსაზღვროს, აქვს თუ არა სურვილი, მისმა შვილმა მიიღოს სქესობრივი აღზრდის კონკრეტული გაკვეთილები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოების პოზიციის გათვალისწინება უნდა მოხდეს.
„იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება და მშობლების აღშფოთება თავიდან ავიცილოთ, ვფიქრობთ, თავად მშობელს, ან კანონიერ წარმომადგენელს უნდა მიეცეს საშუალება, განსაზღვროს, აქვს თუ არა სურვილი, მისმა შვილმა მიიღოს სქესობრივი აღზრდის კონკრეტული გაკვეთილები, რადგან, უახლოეს წარსულში, საზოგადოებაში ვნახეთ, რომ ძალიან დიდი აღშფოთება და დაპირისპირება გამოიწვია ზოგიერთი ადამიანის მიერ წარმოდგენილმა სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებმა. ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას ანგარიში უნდა გავუწიოთ და მშობლის გადასაწყვეტი იყოს, ისე, როგორც ეს განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ხდება. ჩვენ არ ვადგენთ, რომ გაკვეთილები უნდა იყოს. პირიქით, ვამბობთ, რომ თუ ასეთი გაკვეთილები იქნება, მათ შორის – ინტერნეტში, მშობელმა გადაწყვიტოს, ეს კონკრეტული გაკვეთილი მის შვილთან შესაბამისობაში არის, თუ არა, ან უნდა თუ არა, მის შვილს ასეთი ტიპის გაკვეთილებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს“, – განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები