ნათია მეზვრიშვილი დანაშაულის სტატისტიკაზე: ციფრებში ზრდა გვაქვს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, მატება გამოწვეულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით, ზოგ შემთხვევაში მართლა პრობლემაა

“ცალკე აღებულ ციფრებში ზრდა გვაქვს; თუმცა, ამის მიზეზებზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ზოგ შემთხვევაში, მატება გამოწვეულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით, ზოგ შემთხვევაში მართლა პრობლემაა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს დანაშაულის ზრდის სტატისტიკასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, არის მუხლები, რომლებიც კრიმინალური მენტალიტეტის პრობლემამ გამოიწვია. “რაც შეეხება ციფრებს – ცალკე აღებულ ციფრებში ზრდა გვაქვს; თუმცა, ამის მიზეზებზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ზოგ შემთხვევაში, მატება გამოწვეულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით, ზოგ შემთხვევაში მართლა პრობლემაა. მაგალითად, არის იქ მუხლები, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტის პრობლემამ გამოიწვია. ჩვენ ეს ვთქვით, ვაღიარეთ და არაერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით. რიგი ქმედებები დასჯადად გამოვაცხადეთ. თვე არ გავა, რომ “კანონიერი ქურდები”, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები არ დავაკავოთ. დღევანდელი დღეც ამის დასტურია; ანუ, საკანონმდებლო დონეზე ბევრი რამე გავასწორეთ. ყოველდღიურად, ამის აღსრულება ხდება და გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს გარანტირებული”, – განაცხადა ნათია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები