ბახტაძე გოცირიძეს: სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინოგენური ვითარება არ არის გაუარესებული ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ, ეს დახატოთ

0

“სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინოგენური ვითარება საქართველოში არ არის გაუარესებული ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ, ეს დახატოთ”, – ამ სიტყვებით პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს მიმართა. ბახტაძის თქმით, ყოფილი ხელისუფლება სტატისტიკის წარმოებისთვის გვამებს მალავდა.
„სწორედ ეს არის მთავარი ღირებულებითი სხვაობა. ჩვენთვის ადამიანია მთავარი ღირებულება. ადამიანი და მისი უფლებებია მთავარი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინოგენური ვითარება საქართველოში არ არის გაუარესებული ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ, ეს დახატოთ. ეს არის სწორი სტატისტიკის წარმოება და არა ის, რასაც თქვენ აკეთებდით. გვამებს მალავდით სტატისტიკის წარმოებისთვის. შეიცვალა მეთოდოლოგია, მე ეს ავხსენი. იმის ნაცვლად, რომ ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით მოვისმინოთ კონკრეტული რეკომენდაციები – თუნდაც, მწვავე კრიტიკა, რომ იმ მიმართულებებში, სადაც არის ზრდა, რა პრევენციული მექანიზმებია გასაკეთებელი – თქვენ მე და ქართულ საზოგადოებას გვიმტკიცებთ, რომ რასაც თქვენ ჩადიოდით 2012 წლამდე, ეს იყო სწორი – ადამიანების უფლებების გაუბედურება. ეს არ არის ალტერნატივა. ალტერნატივა არის ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი