სოსო მანჯავიძე: კიდევ კარგად ვართ, როცა ეს გაუნათლებელი ადამიანები წყვეტენ ქვეყანაში, რა არის კარგი და რა – ცუდი

0

საკრებულოს ყოფილი წევრიმ სოსო მანჯავიძე თავის “ფეისბუქგვერდზე” გადაცემა „42 პარალელში“ გამართულ დისკუსიას ეხმაურება, სადაც ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორიმ ქეთი ხუციშვილი სტუმრობდა. „პირველად მოხდა, რომ მეინსტრიმულ ქართული მედიაში ლიბერალიზმის წმინდა ძროხას – „სოროსის ფონდს“, ანუ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ კრიტიკულად შეეხნენ. თან უბრალოდ კი არ შეეხნენ, „42 პარალელში“ მოწვეულ სოროსის ფონდის ხელმძღვანელს ისეთი მუშტრა მოუწყვეს წამყვანებმა, რომ ეს უკანასკნელი უადგილოდ იცინოდა; ასევე, უადგილოდ და ამაოდ ცდილობდა, ყველა ჩაეხშო და მონოლოგის რეჟიმით გადაეყვანა დისკუსია. ამასთან, ვერ ელეოდა უაპელაციო ბრალდებების ჩვევას, რაც კიდევ უფრო სასაცილოს ხდიდა მას. ეს ბრალდებები არამარტო საქართველოს მოიცავდა. ქალბატონმა ქეთევანმა არც ტრამპი და ფარანჯი დაინდო. ერთს, მისი თქმით, გაპრეზიდენტებაში რუსეთი „წაეხმარა“; ხოლო მეორემ, ასევე რუსეთის დახმარებით, მოახერხა ბრექსიტის მოწყობა. ტყუილებისა და თავხედობების განხილვაში ნამდვილად ვერ შევალ – არც ხალისია ამისთვის და არც დრო. შეუფასებელია ის ზიანი, რაც სოროსის მიერ დაფინანსებულმა ფონდებმა დასავლეთის იმიჯს მიაყენა საქართველოში. კიდევ კარგად ვართ, როცა ეს გაუნათლებელი, ანგაჟირებული ადამიანები წყვეტენ ქვეყანაში, რა არის კარგი და რა – ცუდი;, ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ თანამდებობაზე და ვინ – არა. „42 პარალელის“ წამყვანების მიმართ გამოვხატავ ჩემს პატივისცემას. მოგიწოდებთ, უყუროთ ამ გადაცემას”,- წერს მანჯავიძე საკუთარ “ფეისბუქპოსტში”.
ცნობისათვის, გადაცემაში საუბარი იყო კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“, რომლის ავტორიც „მედიის განვითარების ფონდია“, ხოლო დამფინანსებელი „ღია საზოგადოების ფონდი“.

კომენტარები

კომენტარი