„ევროპეანას“ პორტალზე, ხელოვნების სასახლის კოლექციის ქართული ექსპონატები პირველად განთავსდა

ევროკავშირის უმსხვილესი ინსტიტუციის – „ევროპეანას“ პორტალზე, ქართული ექსპონატები ხელოვნების სასახლის კოლექციიდან პირველად განთავსდა.
„ევროპეანასთან“ მოლაპარაკება, 2018 წელს, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში დაიწყო. ინსტიტუცია მზადაა, მომავალშიც გააგრძელოს თანამშრომლობა სამინისტროსთან და ევროპის ციფრულ პლატფორმაზე მეტი ქართული სამუზეუმო კოლექცია განათავსოს.
კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის უმსხვილეს ციფრულ პლატფორმას, რომელზეც, ევროპის მასშტაბით, 3 ათასი ინსტიტუცია და 58 მილიონზე მეტი არტეფაქტია წარმოდგენილი, საათში 10 მილიონი მნახველი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები