ლევან ნიკოლეიშვილი: „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევა გაურკვევლობასთან ერთად უცნაურობას აჩენს

0

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება.
მისი თქმით, კვლევის თანახმად, თითქოს გაძლიერებულია ანტიდასავლური პროპაგანდა მასმედიაში, ერთის მხრივ, შუქდება ინფორმაცია, ფაქტები, რომლის დამალვა არ შეიძლება, მეორეს მხრივ, ადამიანებს აქვთ უფლება, გამოთქვან თავიანთი აზრი (მათ შორის კრიტიკულიც!) დასავლეთის თუ რუსეთის მიმართ, მესამე, სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს მისი სწრაფვა ევროანტლანტიკური მიმართულებით.
რა გამოდის -სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები ვერ ხვდებიან, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა „გაძლიერებულია“, მიუხედავად ამისა, გვიწონებენ ჩვენ და აღნიშნავენ დადებით ნაბიჯებს, ატარებენ ერთობლივ სწავლებებს ნატო-ს ეგიდით და ამას აკეთებენ ისე, რომ ვერაფერს ხვდებიან? ხომ არ არის მცდელობა პირიქით, ამ მიმართულების ხელის შეშლისა?“, – აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი