ირაკლი ღარიბაშვილი: დამატებით უფლებებს არ ვსაჭიროებ

დამატებით უფლებებს არ ვსაჭიროებ, ჩვენ ვიხელმძღვანელეთ საქართველოს კონსტიტუციით და ვიყენებ იმ უფლებებს, რაც კონსტიტუციით გამაჩნია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე დელეგირების მინიჭების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, თქვენ აბუქებთ ახლა, ყველაზე მეტად სკანდალი გაინტერესებთ. არაფერი არ ხდება რეალურად. არავითარი კონტრასიგნაცია, არავითარი დამატებითი უფლება მე არ მჭირდება. კონსტიტუციაში რაც წერია, ჩვენ იმას ვაკეთებთ. არავითარი დამატებითი უფლებამოსილება მე არ მჭირდება, მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე მე მოვაწერო ხელი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები