საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა

ფრანსუა ოლანდის პირადი მიწვევით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 14 ივლისს საფრანგეთის რესპუბლიკას ესტუმრება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარიზში გიორგი მარგველაშვილი პირველი მსოფლიო ომის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და ამ დღესთან დაკავშირებულ აღლუმს 70 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი ასევე ლევილის შატოს მოინახულებს და იქ მცხოვრებ ქართველებს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილი მათთან იმ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრებს, რომლებიც იქ მცხოვრებ ქართველობას აწუხებს. საუბარი ლევილის შატოს რეაბილიტაციის პროექტსაც შეეხება, რომლის განხორციელებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები