“ევროპული საქართველო” და “თავისუფალი დემოკრატები” გაერთიანდნენ – არჩევნებისთვის შალვა შავგულიძე წარადგინეს

0

“ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები” გაერთიანდნენ. მათ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, ერთი კანდიდატი ეყოლებათ, რომელიც დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გაერთიანების სახელით, მთაწმინდის ოლქში კენჭს შალვა შავგულიძე იყრის.
„ჩვენ, ორმა პოლიტიკურმა პარტიამ, გადავწყვიტეთ, შევქმნათ საარჩევნო ბლოკი, რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, მთაწმინდაზე. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვას, საერთო ღირებულებებსა და მიზნებს, როგორებიც არის ავტორიტარული მმართველობის დაუშვებლობა, სამართლიანობის უზენაესობის დამკვიდრდება, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური ბალანსის ამოქმედება, ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული მცირე – მაგრამ ეფექტური მთავრობის მეშვეობით”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
მისივე თქმით, ორმა პარტიამ უარი თქვა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე. შეგახსენებთ, რომ შალვა შავგულიძე, 2012-2016 წლებში, პარლამენტის დეპუტატი კოალიცია „ქართული ოცნების“ დახმარებით გახდა. ის მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის მდივანი იყო.

კომენტარები

კომენტარი