ზაქარეიშვილი: რაც ხურვალეთში მოხდა, შემაშფოთებელია და “ნაცმოძრაობის“ გამოკვეთილი სცენარია

0

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პოლიტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ხურვალეთში მომხდარი შემთხვევა წინასწარდაგეგმილი პროვოკაცია იყო. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მომხდარი „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარია.
„ეს შემაშფოთებელი ფაქტია. რაც მოხდა ხურვალეთში, ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი, „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარია. ადრე – 2006, 2007, 2008 წლებში- „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება აწყობდა პროვოკაციებს აფხაზური და ოსური მიმართულები . ამის სანიმუშო მაგალითია, როცა, 2007 წელს, ე.წ. არჩევნები ტარდებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე – იქ სამი ახალგაზრდა – ვითომ გალელი, სინამდვილეში ზუგდიდელი – ვითომ, გადმოვიდა გალიდან. რეალურად, ზუგდიდში ჩაატარეს პრესკონფერენცია -, დაგვეხმარეთ, ჩავშალოთ გალში არჩევნებიო. ახალგაზრდებს, ბრუნდებოდნენ ვითომ რა გალში, აფხაზებმა იცოდნენ მათი მარშრუტი, დახვდნენ და დაუწყეს სროლა. ჩვენმა ჟურნალისტებმაც იცოდნენ მათი მარშრუტი – დახვდნენ და გადაიღეს ეს ყველაფერი. ანუ, წინასწარდაგეგმილი პროვოკაცია იყო და კარგად იყო შეტყობინებული აფხაზური მხარე. მადლობა ღმერთს, მაშინ ჩვენი ბიჭები გადარჩნენ. ასეთივე მაგალითი მოხდა 2008 წელს – მაისში, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდებოდა და ხურჩაში 2 ავტობუსი დაიწვა. ესეც წინასწა დაგეგმილი იყო – აფხაზებმა იცოდნენ, რა მოხდებოდა. ჩვეენებმა რაკეტები ესროლეს ცარიელ ავტობუსებს, გადაიღეს ცეცხლწაკიდებული ავტობუსები; შემდეგ გამოაცხადეს, ვითომ, აფხაზებმა დაცხრილეს. ჟურნალისტებში აღმოჩდნენ ღირსეული ადამიანები – გაავრცელეს წინასწარი კადრები, სადაც ჩანდა, რომ დამონტაჟებული იყო რაკატები და როგორ ესროდნენ ცარიელ ავტობუსებს ქართული სპეცსამსახურები.

ახლაც მოხდა ამ ტიპის რაღაც. 13 მარტს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გამოაცხადა, რომ 15 მარტს ქაცარავა – გვარი პირდაპირ იყო მითითებული – აპირებს, ხურველეთში ჩაატაროს პროვოკაცია. ჩვენს ამას არ დავუშვებთო. მართლაც, დაბარებულივით, როგორც თქვა სამხრეთ ოსეთის დე ფატო უშიშროების სამსახურებმა, ქაცარავა გამოცხადდა იმ ადგილზე, სადაც იყო წინასწარი შეტყობინება და მოხდა ის, რაც მოხდა. იმ ქალბატონებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროვოკაციაში, იმედი მაქვს, მართლა დაინახეს, რაც მოხდა იმიტომ, რომ ოსები და რუსები მართლა გამოჩდნენ იმ ადგილზე, რადგან უნდოდათ, აღეკვეთათ მათ მიერ წინასწარ გაცხადებული პროვოკაცია. დაინახეს რა ჩვენმა მოქალაქეებმა მოძრაობაში მყოფი რუსი ჯარისკაცები, ატეხეს განგაში. ეს იყო ძალიან მკაფიოდ დაგეგმილი პროვოკაცია. აქ იკვეთება ორი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება. პირველი ის, რომ დაგეგმილია პროვოკაცია ჩვენი მხრიდან, ვინმე ქაცარავას მხრიდან. ჩვენი მოქალაქე გეგმავს პროვოკაციას – არა მშვიდობას, არა მორიგებას, მოლაპარაკებას, არამედ – სისხლის დაღვრას გეგმავს პოტენციურად და რეაგირება არ ჰქონია ამაზე უშიშროებას. მეორე ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება – ვიღაცამ ოსურ მხარეს შეატყობინა ეს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, 15 მარტს ვითარების დაძაბვა ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელის, ლუდა სალიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასა და შეიარაღებული ნიღბიანი პირების ფოტოს მოჰყვა. სალია წერდა, რომ ხურვალეთში, მოსახლეების ეზოებში, რუსი ოკუპანტები იდგნენ. სოფლის მოსახლეობის განცხადებით, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქით“ გავრცელებული ფოტოსურათი სოფელ ხურვალეთის მოსაზღვრედ მდებარე ოსურ სოფელ ძუკაანთკარში იყო გადაღებული.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
„რუსების ყოფნა, ამ ეტაპზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დაფიქსირდა. გუშინდელი მათი შემოსვლა დასრულდა მათი უკან დაბრუნებით. ამისათვის, მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ბერკეტი გამოიყენა და მოახერხა რუსების უკან დახევა. გაწმენდილი ბაღის ტერიტორია იმაზე მეტყველებს, რომ რუსები ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ შემდეგში სწრაფად, მარტივად მოახერხონ ამ ბაღების ბორდერიზაცია”, – განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” აქტივისტმა, დავით ქაცარავამ 16 მარტს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი