“მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს” – დღეს, “დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა”

0

21 მარტს “დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე” აღინიშნება. მსოფლიოს მასშტაბით, მრავალი ქვეყანა, ამ დღესთან დაკავშირებით, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს. მათ რიცხვს, რამდენიმე წლის წინ, საქართველოც შეუერთდა.
“დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე”, გაეროს ეგიდით, 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. თარიღი 21.03 სიმბოლური ხასიათისაა, რადგან დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება.
მსოფლიოში, ყოველი 800-დან 1 ბავშვი დაუნის სინდრომით იბადება. ამ სინდრომის მქონე ბავშვი, შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს ეყოლოს, რადგან იგი არათუ დაავადება, არამედ – გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი, რომელიც, პირველად 1866 წელს, ბრიტანელმა მეცნიერმა, ჯონ ლენგდონ დაუნმა აღწერა, არაა მემკვიდრეობითი და არც გადამდები.

კომენტარები

კომენტარი